საჯარო მმართველობისა და პოლიტიკის სკოლის სტუდენტებისთვის კიდევ ერთი სტუმარი-ლექტორის ლექცია ჩატარდა. ამჯერად სტუდენტები შეხვდნენ ცნობილ ექსპერტს კავკასიის საკითხებში ბატონ მამუკა არეშიძეს. მისი ლექციის თემა იყო - კავკასიის უსაფრთხოების საკითხები რეგიონალურ კონტექსტში.
ლექციამ დიდი ინტერესი გამოიწვია და ინტერაქტიური ხასიათი მიიღო. სტუმარმა-ლექტორმა უპასუხა სტუდენტთა დასმულ შეკითხვებს, რომელიც შეეხებოდა კავკასიის გეოპოლიტიკურ მდგომარეობას, რეგიონის სუბიექტების სამეზობლო პოლიტიკას, ინტეგრაციის პერსპექტივებს, გარე საფრთხეებს და სხვ.
საჯარო მმართველობისა და პოლიტიკის საგანმანათლებლო პროგრამაში დაიგეგმა, კავაკასიის პრობლემატიკის საკითხებზე, გაღრმავებული მოდულის შემუშავება, რომელსაც წარუძღვება ბატონი მამუკა არეშიძე.