ბიზნესისა და მართვის სკოლის პროექტის „შეხვედრა პოტენციურ დამსაქმებლებთან“ ფარგლებში ბიზნესის ადმინისტრირების სტუდენტები შეხვდენ „ქართუ ბანკის“ რისკების მართვის დეპარტემენტის დირექტორს ბატონ ბექა კვარაცხელიას.
შეხვედრა ჩატარდა სემინარის ფორმატით, სადაც განხილულ იქნა, როგორც, ზოგადად, საბანკო სექტორში არსებული ვითარება, ისე „ქართუ ბანკის“ საქმიანობის სპეციფიკა. საუბარი შეეხო სავალუტო ბაზარზე მიმდინარე პროცესს, საბანკო სექტორში მოსალოდნელ სიახლეებს და სხვ. სტუმარმა, შესთავზა სტუდენტებს, ახალი წლის შემდეგ, სტაჟირება გაიარონ და დასაქმდნენ „ქართუ ბანკში“ არსებული ვაკანსიების შესაბამისად - განმარტა, ის მოთხოვნები, რომელსაც აყენებს ბანკი სტაჟირებისა და დასაქმებისათვის.
შეხვედრას ესწრებოდა ბიზნესისა და მართვის სკოლის ლექტორი, ბანკების ასოციაციის აღმასრულებელ დირექტორი ბატონი გოგიტა ცუცქირიძე.
შეხვედრის ბოლოს ბატონმა ბექა კვარაცხელიამ სტუდენტების შეკითხვებსაც უპასუხა და დაიგეგმა „რისკ-მენეჯმენტის“ სასწავლო კურსის გავლის შემდეგ მოეწყოს დიკუსია რისკების მართვის საკითხებზე „ქართუ ბანკის“ ხელმძღვანელობის მონაწილეობით.
საკონტაქტო პირი: თამარ გამსახურდია t.gamsakhurdia@gruni.edu.ge