კომპანია ,,ტელექსი“- სტაჟირების პროგრამის პრეზენტაცია

გრიგოლ რობაქიძის სახელობის
უნივერსიტეტი


კომპანია ,,ტელექსი“- სტაჟირების პროგრამის პრეზენტაცია


უნივერსიტეტის დასაქმების ცენტრის მხარდაჭერით, კომპანია „ტელექსის“ წარმომადგენელი ადამიანური რესურსების მართვის ექსპერტი ქალბატონი ეკატერინე ლიპარტია შეხვდა უნივერსიტეტის ბიზნესისა და მართვის სკოლის ფინანსებისა და ტურიზმის მიმართულების მე-2-ე და მე-3-ე დონის სტუდენტებს.

 

კარიერის დაწყებისა და განვითარების მიზნით, კომპანიამ სტუდენტებს შესთავაზა გაყიდვების და მარკეტინგული კვლევების სფეროში მოსინჯონ თავიანთი შესაძლებლობები. კერძოდ, ლიტერატურის დარგში პროდუქციის გავრცელების თანამედროვე და ინოვაციური მიდგომებით წიგნიერი საზოგადოების გაფართოვების სფეროში შეიტანონ თავისი წვლილი. სტაჟირების მსურველები 10 დღიანი შიდა ტრენინგის გავლის შემდგომ, ჩაერთვებიან ანაზღაურებად სტაჟირების პროგრამაში. შეხვედრის ფარგლებში, მსურველთათვის, ადგილზე გაიმართა ინდივიდუალური გასაუბრება. 21 სტუდენტი დარეგისტრირდა აღნიშნულ სტაჟირების პროგრამაში მონაწილეობის მისაღებად.

 

საკონტაქტო პირი: ქეთევან კიტოვანი k.kitovani@gruni.edu.ge;