2013 წლის 16 დეკემბერს ფილოსოფიისა და სოციალურ მეცნიერებათა კვლევითი ინსტიტუტის მთავარმა მეცნიერ-თანამშრომელმა, ფილოსოფიის დოქტორმა გიორგი თავაძემ სოციოლოგიური კლუბის ფარგლებში წაიკითხა მოხსენება "რუკები, როგორც სოციალური დომინირების ინსტრუმენტები". მოხსენებას ესწრებოდნენ გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის სოციოლოგიის საბაკალავრო პროგრამის სტუდენტები.