გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტში, ფილოსოფიისა და სოციალურ მეცნიერებათა კვლევითი ინსტიტუტის ბაზაზე, საქართველოში ახალგაზრდების მიერ სასურველი საქორწინო პარტნიორის შერჩევის კრიტერიუმების და ამ მიმართულებით სამომავლო ტენდენციების შესწავლის მიზნით, ჩატარდა სოციოლოგიური გამოკვლევა. კვლევის ინსტრუმენტს წარმოადგენდა ნახევრადსტრუქტურირებული კითხვარი. რესპონდენტთა შერჩევა განხორციელდა თბილისში მოქმედი უმაღლესი სასწავლო დაწესებულებებიდან, შემთხვევითი შერჩევის მეთოდით. სულ გამოიკითხა 500 სტუდენტი პირისპირი ინტერვიუს გზით. გამოკვლევა განხორციელდა გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის სოციოლოგიური კვლევის მეთოდების ლექტორის, ირაკლი კახიძის ხელმძღვანელობით. საველე სამუშაოებში ჩართული იყვნენ სოციოლოგიის მიმართულების შემდეგი სტუდენტები:
- მარიამ ადეიშვილი
- ნინო ბუქვაიძე
- ნათია გამყრელიძე
- თინათინ გერმესაშვილი
- ნათია გოგელია
- ქეთი გორდელაძე
- მადონა ზიფერტი
- მარიამ კაციტაძე
- ცირა კვაჭანტირაძე
- ნინო მამამთავრიშვილი
- მეგი მაჩაბელი
- ქეთევან მაყიშვილი
- მარიამ მჭედლიშვილი
- თამარ ოშხერელი
- თინათინ პავლიაშვილი
- სალომე საგანელიძე
- ნათია სალუქვაძე
- თეკლა სარჯველაძე
- მარიამ ცომაია
- ეკა ხაღულაშვილი
- სალომე ხაჩიძე
საველე სამუშაოების დამთავრების შემდეგ მიღებული შედეგების შეტანა და დამუშავება მოხდა სპეციალურად შექმნილ მონაცემთა ბაზაში (SPSS-ის ფორმატში). მონაცემების სტატისტიკური ანალიზი განხორციელდა შემდეგ ეტაპებად:
- ღია კითხვების კოდირება
- მონაცემთა ფაილის მომზადება
- მონაცემთა შეყვანა
- მონაცემთა ბაზის გაწმენდა
- მონაცემთა ბაზის დამუშავება და სტატისტიკური ანალიზი
კვლევის შედეგების პრეზენტაცია განხორციელდა 2013 წლის 3 დეკემბერს, გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტში.