სემიოტიკის მეოთხე სამეცნიერო კონფერენცია

გრიგოლ რობაქიძის სახელობის
უნივერსიტეტი


სემიოტიკის მეოთხე სამეცნიერო კონფერენცია

ფილოსოფიისა და სოციალურ მეცნიერებათა კვლევითი ინსტიტუტის თანამშრომლებმა, პროფ. ლალი ზაქარაძემ და ასისტენტ–პროფესორმა გიორგი თავაძემ მონაწილეობა მიიღეს სემიოტიკის მეოთხე სამეცნიერო კონფერენციაში, რომელიც გაიმართა 2013 წლის 19 ოქტომბერს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში. კონფერენცია ეძღვნებოდა პროფ. ზურაბ კიკნაძის 80 წლის იუბილეს. პროფესორმა ლალი ზაქარაძემ წაიკითხა მოხსენება თემაზე: "მოსკოვი, როგორც საბჭოთა აზროვნების ტოპოსი (ვალტერ ბენიამინის ქალაქის სემიოტიკაში)". ასისტენტ–პროფესორ გიორგი თავაძის მოხსენების თემა იყო: "ფილოსოფიური გეოგრაფიის ემპირიული განზომილება (საკრალური, ისტორიული და ყოველდღიური სივრცეების ურთიერთქმედების ანალიზი შატილში)"