აკადემიკოს გურამ თევზაძის წიგნის პრეზენტაცია

გრიგოლ რობაქიძის სახელობის
უნივერსიტეტი


აკადემიკოს გურამ თევზაძის წიგნის პრეზენტაცია

პარასკევს, 29 ივნისს გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის საკონფერენციო დარბაზში გაიმართება აკადემიკოს გურამ თევზაძის ახალი წიგნის – „ახალი ფილოსოფიის ისტორია. ნაწილი II: იმანუილ კანტიდან ფრიდრიხ ნიცშემდე“ – პრეზენტაცია და ამ ნაშრომისადმი მიძღვნილი სამეცნიერო კონფერენცია.

კონფერენციაში მონაწილეობას მიიღებენ გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის, შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის და სულხან-საბა ორბელიანის სასწავლო უნივერსიტეტის პროფესორ–მასწავლებლები, ასევე, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის იოანე პეტრიწის სახელობის საფილოსოფიო საზოგადოების წევრები.

პრეზენტაციისა და კონფერენციის ორგანიზატორია გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის ფილოსოფიისა და სოციალურ მეცნიერებათა კვლევითი ინსტიტუტი.

ღონისძიების დასაწყისი: 15:00 სთ.

 

კონტაქტი: gruni.philosophy@gmail.com