მ/წ 13 ნოემბერს უნივერსიტეტში მოეწყო მოდელირებული პრეს-კონფერენცია „For.ge”-ს დამფუძნებლის, ჟურნალისტ გია იაკობაშვილის მონაწილეობით. პრეს-კონფერენციის მთავარი თემა იყო „ჩვენი დროის თავისებურებანი“. სტუდენტთა შეკითხვები შეეხო ქართული საზოგადოების მენტალურ თავისებურებებს, ქვეყნის საგარეო საფრთხეებს და შიდა ეკონომიკურ და სოციალურ პრობლემებს. სტუმარმა ამომწურავად გასცა პასუხი ყველა კითხვას.
პრეს-კონფერენციის მუშაობაში მონაწილეობდნენ ჟურნალისტიკისა და მასობრივი კომუნიკაციის, საჯარო მმართველობისა და პოლიტიკის პროგრამის სტუდენტები და სხვა დაინტერესებული პირები.
საკონტაქტო პირი: ირინა კობახიძე irina.kobakhidze@gruni.edu.ge 568 67 60 22