მ/წ 25,26,27 ნოემბერს საუნივერსიტეტო სატელევიზიო სტუდიის ბაზაზე მიმდინარეობდა სატელევიზიო პუბლიცისტური გადაცემებისა და სატელევიზიო დოკუმენტური ფილმების VI საერთაშორისო ფესტივალი „კენტავრი“, რომელიც, 6 წლის წინ, თეიმურაზ ფაფერაშვილის სატელევიზიო შემოქმედებითი სახელოსნოს იდეითა და გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტის ორგანიზებით დაფუძნდა.
ფესტივალის მონაწილეთა არეალი მოიცავს ევროპის ქვეყნების, თურქეთის, უკრაინის, ბელორუსიის, სომხეთის, აზერბაიჯანისა და საქართველოს საგანმანათლებლო დაწესებუ-ლებების სტუდენტებს.
დასკვნითი საღამო ჩატარდა 27 ნოემბერს კინოთეატრში „ამირანი“, სადაც გაიმართა გამარჯვებული ნამუშევრების დაჯილდოვება და ჩვენება.
ნომინაციებში გამარჯვებულები არიან:
პირველი ხარისხის დიპლომი -ანა მახარაძე
წარმატებული დებიუტი-ნინო გურასპიშვილი
ჟიურის სიმპათია-თათია წოწონავა,გურამ გეგუჩაძე
ფესტივალის სპონსორები იყვნენ:
კოსმეტიკური კომპანია - ფარმასი
კაფე - ლაგუნა
დიზაინერი მარიამ ქიტესაშვილი
ფესტივალის საორგანიზაციო კომიტეტი მადლობას უხდის სპონსორებს მხარდაჭერისათვის.
საკონტაქტო პირი: ირინა კობახიძე irina.kobakhidze@gruni.edu.ge; 568 67 60 22