გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტში შედგა ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებათა სკოლის დოქტორანტის - გიორგი გიგაურის დისერტაციის დაცვა თემაზე: „დემოკრატიული სუვერენიტეტის მოდელი და ლიბერალური მოქალაქეობის პარადოქსი ამერიკის შეერთებული შტატების, დიდი ბრიტანეთის და გერმანიის მაგალითებზე“. დოქტორანტს სამეცნიერო ხელმძღვანელობას უწევდა პროფესორი მიხეილ გოგატიშვილი.
დისერტაციის დაცვის, პრეზენტაციისა და კომუნიკაციის შემფასებელი საატესტაციო-საექსპერტო კომიტეტის ერთსულოვანი გადაწყვეტილებით, გიორგი გიგაურს მიენიჭა პოლიტიკის მეცნიერების დოქტორის აკადემიური ხარისხი, ხოლო გადაწყვეტილება დასამტკიცებლად გადაეცა საუნივერსიტეტო სადისერტაციო საბჭოს.
საკონტაქტო პირი: თამარ ღლონტი; t.glonti@gruni.edu.ge