საერთაშორისო კონფერენცია

გრიგოლ რობაქიძის სახელობის
უნივერსიტეტი


საერთაშორისო კონფერენცია


გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის ბიზნესისა და მართვის სკოლის ტურიზმის პროგრამის პროფესორმა ნოდარ გრძელიშვილმა სტუდენტებთან ერთად მონაწილეობა მიიღო ინკლუზიური ტურიზმის მესამე საერთაშორისო კონფერენციაში "ინკლუზიური ტურიზმი ეკონომიკური განვითარებისა და სოციალური პასუხისმგებლობისათვის“, რომელიც თბილისის მერიის ორგანიზებით 2015 წლის 11 ნოემბერს სასტუმრო "რადისონ ბლუ ივერიაში" გაიმართა. კონფერენციაში მონაწილეობას ღებულობდნენ, როგორც ადგილობრივი, ასევე სხვადასხვა ქვეყნის სახელმწიფო, არასამთავრობო და დონორი ორგანიზაციების წარმომადგენლები. ღონისძიების მხარდამჭერები იყვნენ საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია, ინკლუზიური ტურიზმის საერთაშორისო ევროპული ქსელი ENAT, არასამთავრობო ორგანიზაცია "პარსა".

 

ღონისძიების მონაწილეებს სიტყვით მიმართეს თბილისის მუნიციპალიტეტის მერმა დავით ნარმანიამ, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა გიორგი ჩოგოვაძემ და გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ელჩმა საქართველოში ბეტინა ქადენბახმა.

 

კონფერენციის მუშაობაში მონაწილეობდნენ ევროპის ინკლუზიური ტურიზმის ქსელი (ENAT) - დირექტორი და თანადამფუძნებელი აივორ ემბროუსი; ევროპის ინკლუზიური ტურიზმის ქსელი (ENAT) - ექსპერტი - კატარინა პაპამიქაელი; ექსპერტი ტურიზმის დარგში - ქი პინშგუ; ექსპერტი ტურიზმის დარგში - კრის ვეიჩი;

 

ინკლუზიური ტურიზმის მესამე საერთაშორისო კონფერენციის მიზანს სხვადასხვა ქვეყნის გამოცდილების, წარმატებული მაგალითების, მეთოდოლოგიების, სტრატეგიებისა და მიმდინარე წლის სიახლეების გაცნობა, გაზიარება და ინკლუზიური ტურიზმის მიმართულებით დედაქალაქის განვითარებისთვის შესაძლებლობების ფორმირება წარმოადგენდა.

 

საკონტაქტო პირი: მაკა ფირანაშვილი; m.piranashvili@gruni.edu.ge