შეხვედრა ვასილ მაღლაფერიძესთან

გრიგოლ რობაქიძის სახელობის
უნივერსიტეტი


შეხვედრა ვასილ მაღლაფერიძესთან

მიმდინარე წლის 10 ნოემბერს გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერისტეტში მოდელირებული პრესკონფერენცია გამართა პუბლიცისტმა ვასილ მაღლფერიძემ. შეხვედრაზე ისაუბრეს საქართველოში სიტყვისა და გამოხატვის თავისებურებებზე, ჟურნალისტთა პროფესიული სტანდარტების ამაღლებასა და მედიაში ეთიკური ნორმების დანერგვის აუცილებლობაზე. მედიას აკისრია სოციალური პასუხისგებლობა საზოგადოების წინაშე, რაც საკუთარი უფლებების რეალიზებასთან ერთად საზოგადოებრივი ვალდებულებების გააზრებასაც გულისხმობს, - აღნიშნა ბატონმა ვასილმა.

 

დასასრულს სტუმარმა მადლობა გადაუხადა სტუდენტებს მოწვევისთვის და დასძინა, რომ ასეთი პრაქტიკული მეცადინეობები ხელს შეუწყობს სტუდენტთა პროფესიული უნარ-ჩვევების განვითარებას.

 

საკონტაქტო პირი: ირინა კობახიძე; irina.kobakhidze@gruni.edu.ge