20 აპრილს, უნივერსიტეტის სტუდენტებთან შედგა შეხვედრა სადაზღვეო კომპანია „ალდაგის“ წარმომადგენლებთან. დაინტერესებული სტუდენტები ორკვირიანი ტრენინგ-კურსის გავლის შემდეგ სტაჟიორებად იმუშავებენ აღნიშნულ კომპანიაში, ხოლო წარმატებულ სტაჟიორებს შესაძლებლობა ექნებათ დასაქმდნენ ალდაგში.
პრეზენტაცია „დასაქმდი ალდაგში“ კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა. კომპანიის წარმომადგენლებმა სტუდენტებს შეავსებინეს სააპლიკაციო ფორმები დასაქმების პროგრამაში ჩასართველად.