გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტის სამართლის სკოლის სტუდენტები ნინო ლიქოკელი და სალომე ხმალაძე ნანტის უნივერსიტეტში ერთსემესტრიან სწავლებაზე იმყოფებოდნენ. სტუდენტებმა გაიარეს 5 საგანი. შისწავლეს საერთაშორისო სამართლის მოდულები, კერძოდ ბრიტანეთისა და ამერიკის საჯარო სამართალი, საფრანგეთის, უნგრეთის და ინგლისის ადმინისტრაციული სამართალი და საერთო სამართალი. ლექციები უტარდებოდათ ინგლისურ ენაზე. დამატებით გადიოდნენ ფრანგული ენის შემსწავლელ კურსს. ნინოს და სალომეს შესაბამისი სერთიფიკატები გადაეცათ. ალმა მატერი ულოცავს მათ წარმატებას!