გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტის, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის და საჯარო სამსახურის ბიუროს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

გრიგოლ რობაქიძის სახელობის
უნივერსიტეტი


გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტის, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის და საჯარო სამსახურის ბიუროს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

განათლების საერთაშორისო ცენტრის ღია კარის დღე ექსპო-ჯორჯიაში შედგა. ცენტრის პრეზენტაციას პრემიერმინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, განათლების მინისტრი თამარ სანიკიძე, საჯარო სამსახურის ბიუროს ხელმძღვანელი ეკა ქარდავა, უნივერსიტეტების წარმომადგენლები და სტუდენტები დაესწრნენ. პრეზენტაციაზე გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტს - რექტორ მამუკა თავხელიძეს, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციასა და სსიპ საჯარო სამსახურის ბიუროს შორის ურთიერთთანამაშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. მემორანდუმი სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამის დაფინანსებას, საზღვარგარეთ მცხოვრები მეცნიერების და პრაქტიკოსების მოწვევას საქართველოში და საჯარო მოხელეთა კვალიფიკაციის ამაღლებისა და პროფესიული გადამზადების პროგრამას გულისხმობს.