2012 წლის 8 ნოემბერს გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტს საფრანგეთის სრულუფლებიანი ელჩის მრჩეველი კულტურის საკითხებში ჟილ კარასო ეწვია. სტუმარი შეხვდა უნივერსიტეტის ადმინისტრაციის წარმომადგენლებს, პროგრამის ხელმძღვანელებს. იგი გაეცნო უნივერსიტეტის ისტორიას, სტრუქტურას და სასწავლო პროგრამებს. შეხვედრაზე აღინიშნა, რომ გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის სტუდენტებს აქვთ სურვილი შეისწავლონ ფრანგული ენა და ეზიარონ ფრანგულ კულტურას. ბატონმა ჟილ კარასომ აღნიშნა, რომ შესაძლებელია ქართველმა სტუდენტებმა მონაწილეობა მიიღონ ფრანგული ენის შესწავლის და სხვადასხვა კულტურულ პროგრამებში; შეხვედრაზე აგრეთვე განიხილებოდა საფრანგეთის უმაღლეს სასწავლებლებთან გაცვლითი პროგრამების განხორციელების საკითხი.