შეხვედრა თავდაცვის მინისტრთან

გრიგოლ რობაქიძის სახელობის
უნივერსიტეტი


შეხვედრა თავდაცვის მინისტრთან


საქართველოს თავდაცვის მინისტრი თინათინ ხიდაშელი შეხვდა სტუდენტებს და მონაწილეობა მიიღო მოდელირებული პრესკონფერენციის მუშაობაში.

 

შეხვედრა საინტერესოდ და საქმიანად წარიმართა. მინისტრმა ქვეყნის წინაშე არსებული საფრთხეებისა და გამოწვევების შესახებ ისაუბრა, რის შემდეგაც მან შეკითხვებს უპასუხა. სტუდენტები ქვეყნის შიგნით და გარეთ მიმდინარე პროცესებით დაინტერესდნენ - ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლაში საქართველოს მონაწილეობა, საქართველოს ნატოში ინტეგრაცია, ვარშავის სამიტის მოსალოდნელი შედეგები და პროდასავლური პოლიტიკის გაძლიერება, სავალდებულო სამხედრო სამსახური, რეზერვი და კიბერუსაფრთხოება იყო სტუდენტთა დაინტერსების საგანი.

 

შეხვედრას ესწრებოდნენ სამართლის, საჯარო მმართველობისა და პოლიტიკის, ჟურნალისტიკისა და მასობრივი კომუნიკაციის პროგრამის სტუდენტები.

 

შეხვედრის დასასრულს თინათინ ხიდაშელმა მადლობა გადაუხადა სტუდენტებს მოწვევისთვის და სპეციალურ წიგნში სამახსოვრო ჩანაწერი დატოვა. წასვლისას მან უნივერსიტეტის ინფრასტრუქტურა დაათვალიერა და მაღალი შეფასება მისცა მის ორიგინალურ კონცეპტუალურ გადაწყვეტას.