Not Found

The requested URL was not found on this server.


Apache Server at shop.top7788.com Port 80
კულტურული ტური კახეთში

გრიგოლ რობაქიძის სახელობის
უნივერსიტეტი


კულტურული ტური კახეთში


10 ოქტომბერს 09:00 გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის, ბიზნესისა და მართვის სკოლის, ტურიზმის პროგრამის I და II დონის სტუდენტებისთვის მოეწყო კულტურულ-შემეცნებითი სასწავლო ტური კახეთში. სტუდენტებმა ტურიზმის პროგრამის ხელმძღვანელთან მაკა ფირანაშვილთან ერთად შეადგინეს და დაამუშავეს სასწავლო ტური, მოამზადეს სასწავლო თემატიკა და მოინახულეს ღირსშესანიშნაობები: ძველი და ახალი შუამთა, ალავერდი, გრემი და ნეკრესი. სტუდენტებმა დაათვალიერეს ნაფარეულში ტყუპების ღვინის მარანი, სადაც გაეცნენ ქვევრის ღვინის დაყენების ტექნოლოგიას.

 

სასწავლო ექსკურსიები ხელს უწყობს თეორიული ცოდნის პრაქტიკაში გადატანის უნარის განვითარებას, სტუდენტების მომავალ პროფესიონალებად ჩამოყალიბებას, საქართველოს ტურისტულ-რეკრეაციული რესურსების გაცნობას, საქართველოს ისტორიულ-გეოგრაფიული კუთხეების შესწავლას და ა.შ.

 

სასწავლო ტურის ბოლოს ჩატარდა პრეზენტაცია.

 

სტუდენტები წარუშლელი შთაბეჭდილებებით დაბრუნდნენ თბილისში.