სამეცნიერო-კვლევითი მუშაობა გერმანიაში

გრიგოლ რობაქიძის სახელობის
უნივერსიტეტი


სამეცნიერო-კვლევითი მუშაობა გერმანიაში

გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის ფილოსოფიისა და სოციალურ მეცნიერებათა კვლევითი ინსტიტუტის მეცნიერ-თანამშრომელმა, ასისტენტ-პროფესორმა გიორგი თავაძემ, ამავე ინსტიტუტის მიერ წარდგენილი სამეცნიერო-კვლევითი პროექტის საფუძველზე, თავისი სადოქტორო პროგრამის ფარგლებში, მოიპოვა ჰერცოგ ავგუსტის ბიბლიოთეკის (ვოლფენბიუტელი, გერმანია) სამეცნიერო-კვლევითი სტიპენდია. იგი, სამი თვის განმავლობაში (2011 წლის 1 ივლისი - 30 სექტემბერი), იმუშავებს რენესანსისა და ახალი დროის აზროვნების შემსწავლელ ამ უმნიშვნელოვანეს ცენტრში თავისი სადისერტაციო თემის შესახებ: „ფილოსოფიური გეოგრაფია. ახალი მეცნიერული დისციპლინის დაფუძნების შესახებ“ (ხელმძღვანელები: პროფ. თენგიზ ირემაძე, თბილისი, საქართველო; პროფ. ჰელმუტ შნაიდერი, კასელი, გერმანია). 

ჰერცოგ ავგუსტის ბიბლიოთეკის ვებ-გვერდზე განთავსებული ინფორმაცია:

http://www.hab.de/forschung/stip_liste/tavadze.htm