ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის იმიტირებული სასამართლო პროცეს

გრიგოლ რობაქიძის სახელობის
უნივერსიტეტი


ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის იმიტირებული სასამართლო პროცეს


29 აპრილიდან - 2 მაისი ჩათვლით ლიტვის დედაქალაქ ვილნიუსში, ბრიტანეთის სამართლის ცენტრისა და ვილნიუსის სახელმწიფო უნივერსიტეტის ორგანიზებით გაიმართა ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის იმიტირებული სასამართლო პროცესი, რომელშიც მონაწილეობდა ევროპის 35-ზე მეტი ქვეყნის 80-ზე მეტი წამყვანი უნივერსიტეტის გუნდი. წელს ბრიტანეთის სამართლის ცენტრის მიწვევით ევროპის სამართლის იმიტირებულ პროცესში მონაწილეობა მიიღო გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის სტუდენტთა გუნდმა, გიგა გიგაშვილის, გიორგი ხუროშვილის, ნათია ქააძის, სანდრო ქემერტელიძისა და ნინო იაშვილის შემადგენლობით. სასამართლო პროცესებში მონაწილეობის პარალელურად უნივერსიტეტის სტუდენტებმა მონაწილეობა მიიღეს ბრიტანეთის სამართლის ცენტრის მიერ ორგანიზებულ სხვადასხვა შეხვედრაში, რომელიც გაიმართა ვილნიუსის უნივერსიტეტში და ლიტვის სააპელაცია სასამართლოში. მონაწილეებს გადაეცათ შესაბამისი სერთიფიკატები. პროექტი დაფინანსდა ბრიტანეთის სამართლის ცენტრის მიერ. უნივერსიტეტის გუნდის მონაწილეობის ხარჯები უზრუნველყო გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტმა.