იტვირთება...
გრუნიში გარე მობილობა იწყება

გრიგოლ რობაქიძის სახელობის
უნივერსიტეტი


გრუნიში გარე მობილობა იწყება

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრომ ელექტრონულ პორტალზე გამოაქვეყნა რეგისტრაციის ვადები გარე მობილობით სარგებლობის მსურველი სტუდენტებისათვის.

 

იმისათვის რომ სტუდენტმა შეძლოს გარე მობილობით სარგებლობა, აუცილებელია, პირვანდელ უნივერსიტეტში ერთი სასწავლო წლის განმავლობაში გააჩნდეს სტუდენტის აქტიური სტატუსი.

 

გარე მობილობის განსახორციელებლად, განათლების სამინისტროს მიერ განსაზღვრულ ვადებში, სტუდენტი უნდა დარეგისტრირდეს ელექტრონულ პორტალზე https://students.emis.ge, (რეგისტრაციის გადასახადი შეადგენს 40 ლარს), აირჩიოს სასურველი უნივერსიტეტი/ფაკულტეტი და დაელოდოს პასუხს (შესაძლებელია 5 სხვადასხვა უნივერსიტეტის/ფაკულტეტის არჩევა).

 

პორტალზე რეგისტრაციის ვადაა 28 იანვრიდან - 11 თებერვლის 18:00 საათამდე;

მობილობის შედეგების ნახვა შესაძლებელია 16 თებერვალს.

 

მობილობის უფლების მოპოვების შემთხვევაში, სტუდენტი დაუყოვნებლივ უნდა ეწვიოს უნივერსიტეტის ვებგვერდს - gruni.edu.ge, სადაც ახალ ამბებში სტუდენტს დახვდება ონლაინრეგისტრაციის ელექტრონული ბმული, ინსტრუქცია და ონლაინ ასატვირთი საჭირო დოკუმენტების ნუსხა.

 

იხილეთ ვიდეოტუტორიალი - https://www.youtube.com/watch?v=Gs13GS1wJ8Q&t=10s

 

GRUNI გისურვებთ წარმატებას!