იტვირთება...
გრუნის სწავლის საფასურის გაანგარიშებისა და გადახდის წესი

გრიგოლ რობაქიძის სახელობის
უნივერსიტეტი


გრუნის სწავლის საფასურის გაანგარიშებისა და გადახდის წესი

როგორ განისაზღვრება სასწავლო სემესტრის საფასური, კრედიტების მიხედვით?

გრუნის სტუდენტისთვის სემესტრული სწავლის საფასური განისაზღვრება არჩეული კრედიტების მიხედვით, თითო კრედიტისთვის დადგენილი საზღაურის შესაბამისად.

 

რამდენი კრედიტის არჩევაა სავალდებულო სემესტრის დაწყებამდე და როდის უნდა გადაიხადოს სტუდენტმა შესაბამისი თანხა?

პროგრამის დაგეგმილ დროში დასრულებისთვის აუცილებელია სემესტრში, საშუალოდ, 30 კრედიტის მოგროვებაა საჭირო, თუმცა სტუდენტი უფლებამოსილია უფრო ნაკლები კრედიტების რაოდენობით განსაზღვროს პროგრამა, მაგრამ, არანაკლებ, 20 კრედიტით, ანუ სავალდებულოა მინიმუმ 20 კრედიტის შესაბამისი სასწავლო კურსების არჩევა, ხოლო სწავლის საზღაურის გადახდა აუცილებელია სემესტრული აკადემიური რეგისტრაციის დაწყებამდე.

 

როგორ ხდება სწავლის საფასურის გამოთვლა კრედიტების მიხედვით?

თითოეული კრედიტის საფასური გამოითვლება სწავლის წლიური საფასურის 60-ზე გაყოფით (60 - წელიწადში მოსაგროვებელი კრედიტების რაოდენობაა).

მაგალითად - თუ სტუდენტის სწავლის საფასურია 3600 ლარი - ერთი კრედიტის საფასური იქნება 60 ლარი (3600:60=60 ლ.), ამ შემთხვევაში, 15 კრედიტის საფასურია 900 ლარი (60X15=900).

თუ თქვენი წლიური სწავლის საფასური უნაშთოდ არ იყოფა 60-ზე, კრედიტის საფასურის გამოთვლა მოხდება მათემათიკური დამრგვალების წესით. მაგ: 74,3 ≈74; 74,6≈75 და ა.შ.

 

როდის უნდა გადაიხადოს სტუდენტმა დარჩენილი სწავლის საფასური?

დარჩენილ სწავლის საფასურს სტუდენტი იხდის სემესტრის შესაბამისად: 

  • შემოდგომის სემესტრში 15 ნოემბრამდე
  • გაზაფხულის სემესტრში 15 აპრილამდე

 

როგორი გრაფიკით უნდა გადაიხადოს სტუდენტმა ყოველი მომდევნო სასწავლო წლის საფასური?

ყოველი მომდევნო სასწავლო წლის სწავლის საფასურს სტუდენტი იხდის შემდეგი გრაფიკით: 

შემოდგომის სემესტრში - აკადემიური რეგისტრაციის დაწყებამდე სტუდენტს გადახდილი უნდა ჰქონდეს არანაკლებ 15 კრედიტის საფასური. დარჩენილი სწავლის საფასური კი, არჩეული კრედიტების მიხედვით, უნდა დაიფაროს 15 ნოემბრამდე.

გაზაფხულის სემესტრში, აკადემიური რეგისტრაციის დაწყებამდე სტუდენტს გადახდილი უნდა ჰქონდეს არანაკლებ 15 კრედიტის საფასური, ხოლო დარჩენილი სწავლის საფასური (არჩეული კრედიტების მიხედვით) სტუდენტმა უნდა დაფაროს 15 აპრილამდე

 

P.S. დამატებით სემესტრში მყოფი სტუდენტებისთვის მინიმალური კრედიტების რაოდებაზე შეზღუდვა არ ვრცელდება.

გისურვებთ წარმატებებს!

 

სტუდენტის ფინანსური მეგზური: კრედიტები, საფასური და ვადები.