2009 წლის 11 – 18 სექტემბერს ბერლინის თავისუფალმა უნივერსიტეტმა გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტთან ერთად ჩაატარა საერთაშორისო სემინარი - კონფლიქტების სიმულაცია კავკასიის რეგიონში. პროექტის კოორდინატორი და ორგანიზატორი იყო ბერლინის თავისუფალი უნივერსიტეტის პროფესორი სვენ კონიაკი და გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტი. პროექტი განხორციელდა გერმანიის აკადემიის გაცვლითი სამსახურის (DAAD) ფინანსური მხარდაჭერით. ქართველი პროფესორიებისა და სტუდენტების გარდა სემინარში მონაწილეობა მიიღეს სომეხმა და აზერბაიჯანელმა კოლეგები.
სემინარი მიზნად ისახავდა სიმულაციური თამაშების მეთოდის სწავლებას. შვიდი დღის განმავლობაში კონფლიქტების სიმულაციაში მონაწილე უნივერსიტეტის სტუდენტები და პედაგოგები გერმანელი სტუმრების ხელმძღვანელობით განასახიერებდნენ პოლიტიკოსების, სამხედრო პირების არასამთავრობო ორგანიზაციებისა და სხვა იმ ჩინოსნების სახეებს, რომლებიც ჩართულნი არიან კავკასიის რეგიონში მიმდინარე კონფლიქტურ სიტუაციებში და ამ ფორმით გაუზიარეს ერთმანეთს შეხედულებები კონფლიქტების შესახებ.
http://www.crisp-berlin.org/node/78