ჰაიდენჰაიმის უმაღლესი სასწავლებლის წარმომადგენლები უნივერსიტეტში

გრიგოლ რობაქიძის სახელობის
უნივერსიტეტი


ჰაიდენჰაიმის უმაღლესი სასწავლებლის წარმომადგენლები უნივერსიტეტში

2009 წლის 2 აპრილს გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტში სტუმრად იმყოფებოდნენ ბადენ-ვუტემბერგის დუალური უნივერსიტეტის (გერმანია) ჰაიდენჰაიმის უმაღლესი სასწავლებლის წარმომადგენლები: ქალბატონი ბრიგიტე ილგი (საგარეო ურთიერთობების განყოფილების ხელმძღვანელი)  და ბატონი, პროფესორი, დოქტორი კლაუს საკოვსკი. აღნიშნული უმაღლესი სასწავლებლი ორიენტირებულია პრაქტიკული სწავლების მეთოდებზე, რომელთა არარსებობა პრობლემას წარმოადგენს საქართველოსთვის.
 
რექტორთან შეხვედრის დროს გამოითქვა ორმხრივი თანამშრომლობის სურვილი. გერმანული მხარე თანახმაა ბიზნესისა და მართვის ფაკულტეტის გერმანულენოვანი და ინგლისურენავონი რამდენიმე წარჩინებული სტუდენტი მიიღოს აკადემიური სემესტრის გასავლელად პროფესიული პრაქტიკის და ცოდნის გაღრმავების მიზნით. სტუმრებმა სურვილი გამოთქვეს მიიწვიონ ბიზნესისა და მართვის ფაკულტეტის პროფესორები უმაღლეს სასწავლებელში ლექციების წასაკითხად და მოავლინონ გერმანელი სპეციალისტები ბიზნესის ორგანიზაციისა და მართვის გერმანულენოვანი პროგრამის გაძლიერების მიზნით.
 
შეხვედრის დასასრულს მხარეეები შეთანხმდნენ უმაღლეს სასწავლებლებს შორის მემორანდუმის გაფორმების შესახებ.