2009 წლის 6 თებერვალს გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტს ეწვია ამერიკის საელჩოს განათლების, კულტურისა და ინფორმაციის განყოფილების უფროსი ქალბატონი სინტია უიტლსი.
მან დაათვალიერა უნივერსიტეტი, გაეცნო მის საქმიანობას და შეხვდა პროფესორ-მასწავლებლებს. სტუმარმა მაღალი შეფასება მისცა უნივერსიტეტის სასწავლო პროგრამებს და აღფრთოვანება გამოთქვა მატერიალურ-ტექნიკური ბაზით.