2008 წლის ოქტომბერს გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტმა დადო პარტნიორული ხელშეკრულება საერთაშორისო ორგანიზაციასთან \"STUDDEX\" რის საფუძვეზეც უნივერსიტეტი გაწევრიანდა აღნიშნულ ორგანიზაციაში.
აღნიშნული ხელშეკრულება უნივერსიტეტის სტუდენტებს აძლევს საშუალებას დარეგისტრირდნენ სპეციალურ ვებ გვერდზე, რის შემდეგაც მათ შეუძლიათ შეარჩიონ მათთვის სასურველი უნივერსიტეტი მსოფლიოს ნებისმიერ ქვეყანაში შესაბამის პროგრამაზე (საბაკალავრო, სამაგისტრო, სადოქტორო) სწავლის გასაგრძელებლად.
ამ ვებ გვერდის საშუალებით სტუდენტებს შეუძლიათ პირადად შერჩეულ უნივერსიტეტში ჩაიერთონ გაცვლით პროგრამაში.