გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტის ბიზნეს სკოლის ქართულ-გერმანულულენოვანი პროგრამის კოორდინატორი შოთა მურღულია 2011 წლის ივლისში სამუშაო მივლინებით გერმანიის პარტნიორ ჰაიდენჰაიმის უნივერსიტეტში იმყოფებოდა. ვიზიტის ფარგლებში ჩატარდა ადმინისტრაციასთან შეხვედრა და დაისახა სამომავლო გეგმები. შეხვედრის შედეგად გადაწყდა, რომ გაცვლითი პროგრამა კვლავ გაგრძელდება და ყოველ წელს 6-8 სტუდენტი ერთი სემესტრით გაემგზავრება პარტნიორ უნვერსიტეტში. პროგრამას დააფინანსებს ბადენ ვურტემბერგის მიწის სამთავრობო ფონდი, ამავე დროს, თითოეული სტუდენტი მიღებს სტიპენდიას.
შეთანხმების შედეგად, სასწავლო პროცესს დაემატა პრაქტიკის კომპონენტი. აღნიშნულის ფარგლებში, პარტნიორი უნივერსიტეტი უზრუნველყოფს გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტის ბიზნესისა და მართვის სკოლის სტუდენტებისთვის გერმანიაში ანაზღაურებადი პრაქტიკის ადგილების მოძიებაში.
პარტნიორობის ფარგლებში მოეწყობა ვიდეო-კონფერენციები და ვიდეო-ლექციები, 2011-2012 სასწავლო წისთვის დაიგეგმა პროფესორ ული ჰუმელის მასტერკლასი გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტში ბიზნეს-კომუნიკაციის მიმართულებით. პარტნიორები ასევე შეთანხმდნენ 2012 წლის ზაფხულში ჰაიდენჰაიმში ზაფხულის სკოლის ორგანიზებაზე, სადაც მონაწილეობას მიიღებენ პარტნიორი უნივერსიტეტის წარმომადგენლები და გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტის ბიზნესისა და მართვის სკოლის სტუდენტები.
ვიზიტის ფარგლებში, შოთა მურღულიამ გერმანელი აუდიტორიისთვის საჯარო მოხსენებაც გააკეთა, მოხსენების თემა \"საქართველო 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის შემდეგ, შანსები და რისკები\" იყო, რაც გერმანულ პრესაშიც გაშუქდა.
გერმანელი პარტნიორების დახმარებით, გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტის სტუდენტებისთვის მიუნხენში BMW-ს ქარხნაში ექსკურსიაც მოეწყო, რამაც სტუდენტებზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა.
მიზნობრივი ჟგუფი: |
ბიზნესისა და მართვის სკოლის ქართულ-გერმანულენოვანი და ქართულენოვანი პროგრამის სტუდენტები, რომლებიც ინგლისურ ენას ფლობენ advance-ს დონეზე.
იხილეთ თანდართული ფაილები: Heidenheim-prezentacia, Georgien Ganzer Artikel