ბიზნესისა და მართვის სკოლის ბიზნესის ადმინისტრირების ქართულ-გერმანულენოვანი პროგრამის სტუდენტები ია დარჩია და თორნიკე მაისაძე გაემგზავრნენ გერმანიაში, პარტნიორ ჰაიდენჰაიმის უნივერსიტეტის გერმანულენოვან სექტორზე სასწავლებლად, 1 სემესტრით,
1 ოქტომბრიდან მათთან ერთად, ინგლისურენოვან სექტორზე, ისწავლიან ფინანსების ქართულენოვანი აკადემიური პროგრამის სტუდენტები ნინო დუმბაძე, თეონა წერეთელი, მარი გვარიშვილი, თამარ კუპატაძე, რომლებმაც ყველაზე მაღალი შედეგები აჩვენეს ინგლისურში.
სწავლის ხარჯებს, ისე როგორც წინა წლებში, გაიღებს გერმანული მხარე, უფრო მეტიც, თითოეული სტუდენტი მიიღებს ბადენ ვურტერბერგის მიწის სამთავრობო ფონდის სტიპენდიას 1500 ევროს ოდენობით თვეში.
|