სტაჟირება Deutsche Bank-ში (გერმანია)

გრიგოლ რობაქიძის სახელობის
უნივერსიტეტი


სტაჟირება Deutsche Bank-ში (გერმანია)

გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტის ბიზნესის ადმინისტრირების ქართულ-გერმანულენოვანი პროგრამის დამამთავრებელი წლის სტუდენტი ვახტანგ ჭითავა, პარტნიორ ჰაიდენჰაიმის უნივერსიტეტის რეკომენდაციით, 2011 წლის აგვისტოდან  \"Deutsche Bank\"-ის ჰაიდენჰაიმის ფილიალში ანაზღაურებად სტაჟირებას გადის. 

 

ეს შესაძლებელი გახდა მას შემდეგ, რაც ბიზნესისა და მართვის სკოლის სტუდენტთა გაცვლით პროგრამას სასწავლო კომპონენტად პროფესიული პრაქტიკა დაემატა. 

 

ყველა სტუდენტს, რომელიც გერმანიაში, ჰაიდენჰაიმის პარტნიორ უნივერსიტეტში სასწავლებლად გაემგზავრება, წარმატებული სწავლის შემთხვევაში, შესაძლებლობა ექნება, ვახტანგ ჭითავას მსგავსად, ანაზრაურებადი სტაჟირება გაიაროს გერმანიაში. 

 

ყველასთვის ნათელია რას ნიშნავს სტაჟირება  \"Deutsche Bank\"-ში, ამდენად,  ვულოცავთ ვახტანგს დიდ წარმატებას...