ბიზნესისა და მართვის სკოლის სტუდენტი მარიეტა კუპრავა ჩინეთიდან დაბრუნდა

გრიგოლ რობაქიძის სახელობის
უნივერსიტეტი


ბიზნესისა და მართვის სკოლის სტუდენტი მარიეტა კუპრავა ჩინეთიდან დაბრუნდა


საერთაშორისო ახაგაზრდული ორგანიზაცია აისეკ საქართველოს ლოკალურმა კომიტეტმა თავისუფალ უნივერსიტეტში და გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტმა წარმატებით განახორციელეს პარტნიორული შეთანხმება, რაც გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტის სტუდენტთა საერთაშორისო გაცვლით პროგრამებში ჩართულობას ეხებოდა.

 

AIESEC-ის გაცვლითი პროგრამით, explore China და უნივერსიტეტის თანადაფინანსებით ჩინეთში წასული ბიზნესისა და მართვის სკოლის სტუდენტი მარიეტა კუპრავა 2 თვიანი სტაჟირების  შემდეგ, სამშობლოში დაბრუნდა.

 

მარიეტა ორი თვის მანძილზე ეცნობოდა უცხო ქვეყნის კულტურას და ამასთანავე, თვითონ აცნობდა საქართველოს ისტორიას სხვადასხვა ქვეყნიდან ჩამოსულ ახალაზრდებს. სტაჯირების დასრულების შემდეგ მარიეტა კუპრავას გადაეცა შესაბამისი სერტიფიკატი.

 

მარიეტას პროექტში მონაწილეობით მიღებულ გამოცდილებასა და შთაბეჭდილებებზე სრული ინფორმაციის მისაღებად იხილეთ დოკუმენტი.