გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტს ეწვია მისიპარტიორი ბუდაპეშტის ბიზნესის საერთაშორისო სკოლის წარმომადგენლები. უნგრელი კოლეგები შეხვდნენ სტუდენტებს და პროფესორ - მასწავლებლებს. მათ სტუდენტებს გააცნეს უნგრეთში სწავლის პერსპექტივები და უნივერსიტეტის ადინისტრაციასთან ერთად დასახეს მომავალი თანამშრომლობის გეგმები. შეხვედრაში აგრეთვე მონაწილეობდა გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის კურსდამთავრებული ლევან გუგუშვილი, რომელიც 2010-2011 სასწავლო წელს მივლინებული იყო ბუდაპეშტის ბიზნესის საერთაშორისო სკოლაში სწავლის გასაგრძელებლად. ლევანმა სტუდენტებს გაუზიარა უნგეთში მიღებული გამოცდილება. \"ბუდაპეშტის ბიზნესის საერთაშორისო სკოლამ დიდი ცოდნა და გამოცდილება შემძინა. იქ გატარებული ერთი წელი დაუვიწყალი იქნება ჩემთვის\", - აღნიშნა ლევან გუგუშვილმა.