გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტსა და ჰაიდენჰაიმის უნივესიტეტს (გერმანია) შორის დადებული ხელშეკრულების საფუძველზე, ბიზნესისა და მართვის სკოლის მაღალი რეიტინგის მქონე სტუდენტებს, შესაძლებლობა ეძლევათ სწავლა გააგრძელონ აღნიშნულ უნივერსიტეტში ერთი სემესტრით. სწავლების პროცესი ფინანსდება გერმანული მხარის მიერ. 2011 წლის 2 ოქტომბერს ბიზნესისა და მართვის სკოლის სტდენტები თამარ კუპატაძე, ნინო დუმბაძე, ანა გიორგაშვილი, თეონა წერეთელი იმყოფებოდნენ ჰაიდენჰაიმის უნივერსიტეტში 3 თვით. კურსის დასრულების შემდეგ სტუდენტებს გადაეცათ სერთიფიკატები. გერმანიაში დაგროვილი კრედიტები მათ ჩაეთვალათ გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტში.
სტუდენტების პროექტში მონაწილეობით მიღებულ გამოცდილებასა და შთაბეჭდილებებზე სრული ინფორმაციის მისაღებად იხილეთ დოკუმენტი.