გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის მონაწილეობა საერთაშორისო ორგანიზაცია ტირის მიერ ორგანიზებულ ტრეინინგში ინტეგრირების საკითხებზე

გრიგოლ რობაქიძის სახელობის
უნივერსიტეტი


გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის მონაწილეობა საერთაშორისო ორგანიზაცია ტირის მიერ ორგანიზებულ ტრეინინგში ინტეგრირების საკითხებზე

გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტსა და საერთაშორისო ორგანიზაცია „ტირის\" (TIRI) შორის დადებული მემორანდუმის ფარგლებში   გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტმა მიიღო მონაწილეობა აღნიშნული საერთაშორისო ორგანიზაცია  მიერ ორგანიზებულ ტრეინინგში, რომელიც მიზნად ისახვდა საქართველოს უმაღლესი განათლების სისტემაში ინტეგრირების საკითხების დანერგვას.

 

ინტეგრირება თავის არსით ძალიან რთული ისნტიტუტია, რომელიც მოიცავს ისეთ არსებით საკითხებს როგორიც არის: ანგარიშვალდებულება, კომპეტენტურობა, ეთიკა და ეს ყველაფერი ყოველგავრი კორუფციის გარეშე. ტრეინინგის ფარგლებში, განხილული იქნა ინტეგრირების ზემო აღნიშნული საკითხების დიდი მნიშვნელობა სტუდენტის, პირველ რიგში როგორც ქვეყნის ღირსეული მოქალაქის ფორმირების საქმეში. კორუფციის სხვადასხვა სახე და მნიშვნელობა. ჩამოყალიბებულ იქნა საერთო სტრატეგია თუ რა სახით შეიძლება დაინერგოს სწავლების პროცესში ეს ლემენტები, როგორ შეიძლება სტუდენტი მოამზადო რეალურ პროფესიულ გარემოში ადაპტაციისათვის, დაანახო მას ის რეალობა სადაც მას მოუწევს მოღვაწეობა და როგორ უნდა შეხვდეს იგი ამას ისე, რომ მასზე არანაირი ზეგავლენა არ მოახდინოს სხვადასხვა ნეგატიურმა ფაქტორებმა, იყოს თავისი საქმისა და ქვეყნის ერთგული.

 

განსაკუთრებული ყურადღება დათმობილ იქნა ინტეგრირების საკითხების სწავლების პროცესში ასახვის მეთოდებს, თუ რა მეთდოლოგია უნდა იქნეს გამოყენებული რათა სტუდენტს ინტეგრირების საკითხების თაობაზე ჩამოუყალიბდეს მორალური და ზნეობრივი განწყობა.