სტუდენტთა სამეცნიერო მივლინება მაქს-პლანკის საზღვარგარეთის ქვეყნებისა და საერთაშორისო სისხლის სამართლის ინსტიტუტში (ფრაიბურგი, გერმანია)

გრიგოლ რობაქიძის სახელობის
უნივერსიტეტი


სტუდენტთა სამეცნიერო მივლინება მაქს-პლანკის საზღვარგარეთის ქვეყნებისა და საერთაშორისო სისხლის სამართლის ინსტიტუტში (ფრაიბურგი, გერმანია)


გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტსა და მაქს-პლანკის საზღვარგარეთის ქვეყნებისა და საერთაშორისო სისხლის სამართლის ინსტიტუტს (ფრაიბურგი, გერმანია) შორის გაფორმებული მემორნადუმის ფარგლებში, გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტმა გამოაცხადა კონკურსი სტიპენდიების მოსაპოვებლად. კონკურსი ითვალისწინებდა სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამების სტუდენტთა ერთთვიან სტაჟირებას ფრაიბურგში მაქს-პლანკის ინსტიტუტის ბაზაზე. კონკურში გაიმარჯვეს გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის მაგისტრანტმა აჩიკო კონცელიძემ და დოქტორანტმა ქეტევან კუხიანიძემ, რომლებიც 2012 წლის შემოდგომაზე ერთი თვით იმყოფებოდნენ ფრაიბურგის აღნიშნულ ინსტიტუტში აკადემიური ვიზიტით.

 

სტაჟიორები უზრუნველყოფილი იყვნენ სამუშაო ადგილით, კომპიუტერით, ქონდათ საბიბლიოთეკო ფონდებით სარგებლობის უფლება. მათ ჰქონდათ შესაძლებლობა მონაწილეობა მიეღოთ მაქს-პლანკის პროგრამებით გათვალისწინებულ სემინარებში, \"მრგვალ მაგიდის\" მუშაობაში და დაემყარებინათ ურთიერთობა საზღვარგარეთის ქვეყნების სამეცნიერო წრეებთან. სტაჟიორები გაეცნენ გერმანიის სასამართლო და პენიტენციალური სისტემის პრაქტიკულ საქმიანობას.

 

მომავალი მცნიერების გამგზავრება მსოფლიო დონის ცენტრში ცოდნის გასაღრმავებლად და სამეცნიერო კველევების საწარმოებლად განხორციელდა უნივერსიტეტის ფინანსური მხარდაჭერით. გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტსა და მაქს-პლანკის საზღვარგარეთის ქვეყნებისა და საერთაშორისო სისხლის სამართლის ინსტიტუტს შორის დადებული მემორნადუმის საფუძველზე სტუდენტების სტაჟირების ორგანიზაციულ უზრუნველყოფა განხორციელდა გერმანიის მხარის მიერ.