სტუდენტების მონაწილეობა საერთასორისო გაცვლით პროგრამაში

გრიგოლ რობაქიძის სახელობის
უნივერსიტეტი


სტუდენტების მონაწილეობა საერთასორისო გაცვლით პროგრამაში

გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტსა და აისეკ საქართველოს შორის დადებული პარტნიორული ხელშეკრელების ფარგლებში,უნივერსიტეტის სტუდენტებს საშუალება აქვთ სტაჟირება გაიარონ ევროპის სხვადასხვა ქვეყნებში.

 

„აისეკი“ არის მსოფლიოში ყველაზე დიდი საერთაშორისო ახალგაზრდული ორგანიზაცია, რომელიც ახალგაზრდებს აძლევს საშუალებას განავითარონ ლიდერული პოტენციალი, რომ იქონიონ დადებითი გავლენა საზოგადოებაზე. \"აისეკი\" 62 წლიანი გამოცდილების შედეგად წარმოდგენილია 107 ქვეყნის 2200-ზე მეტ უნივერსიტეტში.

 

აისეკ საქართველომ გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტში ჩაატარა საერთაშორისო გაცვლითი პროგრამების შესარჩევი ეტაპები და შედეგად შეარჩია 23 სტუდენტი რომელთან მონაწილეობის მიღება შეუძლიათ საერთაშორისო პროგრამებში, ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის მაშტაბით.

 

3 შესარჩევი ეტაპის გავლის შემდეგ გამოვლინდა 5 საუკეთსო სტუდენტი რომელიც მიიღებს დაფინანსებას, ესენი არიან:

 

  1. აკაკი ტარტარაშვილი
  2. ქეთევან ტარტარაშვილი
  3. ლევან ლაგვილავა
  4. მარინა მუშკუდიანი
  5. თამთა ქოიავა

 

 

უნივერსიტეტის სტუდენტთა პროექტში მონაწილეობის ხარჯები უზრუნველყო გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტმა, ხოლო საცხოვრებელს და კვებას უზრუნველყოგს აისეკი.