სტუდენტების მობილობა ლატვიაში

გრიგოლ რობაქიძის სახელობის
უნივერსიტეტი


სტუდენტების მობილობა ლატვიაში

გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტსა და რიგის ტექნიკური უნივერსიტეტის ბიზნესის სკოლას (ლატვია) შორის დადებული ხელშეკრულების საფუძველზე, ბიზნესისა და მართვის სკოლის მაღალი რეიტინგის მქონე სტუდენტებს, შესაძლებლობა ეძლევათ სწავლა გააგრძელონ აღნიშნულ უნივერსიტეტში, ერთი სემესტრით. სწავლება ფინანსდება ლატვიის სტუდენტთა შერჩევისა და მხარდაჭერის ცენტრის მიერ.

 

2015 წლის 25 აგვისტოდან ბიზნესისა და მართვის სკოლის სტუდენტი ვიქტორია მიქავა გაემგზავრა რიგის ტექნიკური უნივერსიტეტის რიგის ბიზნესის სკოლაში, ერთი სემესტრით. ლატვიაში დაგროვილი კრედიტები მას ჩაეთვლება გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტში.