გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტში აკადემიური თანამდებობების დასაკავებლად კონკურსის გამოცხადების შესახებ

გრიგოლ რობაქიძის სახელობის
უნივერსიტეტი


გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტში აკადემიური თანამდებობების დასაკავებლად კონკურსის გამოცხადების შესახებ

გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტი აცხადებს კონკურს პროფესორის, ასოცირებული პროფესორის აკადემიური თანამდებობების დასაკავებლად სამართლის, ბიზნესისა და მართვის, ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებათა, საჯარო მმართველობისა და პოლიტიკის და მედიცინის სკოლებში საგანმანათლებლო-სამეცნიერო პროგრამების განხორციელებისათვის

 

 

1.1.სამართლის სკოლა

 

საჯარო სამართალი (ადმინისტრაციული სამართალი)

ასოცირებული პროფესორი – ერთი საშტატო ერთეული

სისხლის სამართალი

ასოცირებული პროფესორი – ორი საშტატო ერთეული

 

 

1.2.ბიზნესისა და მართვის სკოლა

 

ბიზნესის ადმინისტრირება (ბიზნესის საფუძვლები, ბიზნესის სამართლებრივი საფუძვლები)

ასოცირებული პროფესორი - ორი საშტატო ერთეული

 

 

1.3.მედიცინის სკოლა

 

იმუნოლოგია

ასცირებული პროფესორი – ერთი საშტატო ერთეული

სამედიცინო მენეჯმენტი

პროფესორი – ერთი საშტატო ერთეული

ბიოეთიკა

ასოცირებული პროფესორი - ერთი საშტატო ერთეული

ორთოდონტია

ასოცირებული პროფესორი – ერთი საშტატო ერთეული

ფიზიოლოგია

პროფესორი – ერთი საშტატო ერთეული

ქირურგიული სტომატოლოგია

პროფესორი – ერთი საშტატო ერთეული

ჰისტოლოგია

ასოცირებული პროფესორი - ერთი საშტატო ერთეული

 

 

1.4.ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებათა სკოლა

 

ფილოსოფია

პროფესორი – ორი საშტატო ერთეული

კოგნიტურ ბიჰევიორისტული ფსიქოთერაპია

ასოცირებული პროფესორი – ერთი საშტატო ერთეული

 

 

1.5.საჯარო მმართველობის და პოლიტიკის სკოლა

 

საჯარო ფინანსები

ასოცირებული პროფესორი – ერთი საშტატო ერთეული

საჯარო მმართველობა

პროფესორი – ერთი საშტატო ერთეული

 

პროფესორის და ასოცირებული პროფესორების თანამდებობაზე, 5 წლის ვადით, შეიძლება არჩეულ იქნეს დოქტორის, ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის მქონე პირი. პროფესორის თანამდებობის დასაკავებლად არანაკლებ 6 წლის სამეცნიერო-პედაგოგიური გამოცდილებით, ხოლო ასოცირებული პროფესორის დასაკავებლად არანაკლებ 3 წლის სამეცნიერო - პედაგოგიური გამოცდილებით. Pპროფესორის, ასოცირებული პროფესორის თანამდებობრივი სარგო განისაზღვროს ხელშეკრულების შესაბამისად, რანჟირებული სახელფასო განაკვეთის ფარგლებში.

 

პროფესორის, ასოცირებული პროფესორის აკადემიური თანამდებობების დაკავება, ღია კონკურსის წესით, შესაძლებელია, ასევე პროფესიული ნიშნით

 

პროფესორად შეიძლება არჩეულ იქნეს პირი, რომელსაც აქვს შესაბამის დარგში/სფეროში მუშაობის არანაკლებ 5 წლის გამოცდილება და საგანმანათლებლო დაწესებულებაში/ცენტრში მუშაობის არანაკლებ 2 წლის გამოცდილება. კვალიფიკაცია უნდა დასტურდებოდეს სპეციალური მომზადებით და/ან პუბლიკაციებით.

 

 

 

1.აკადემიური თანამდებობების დასაკავებლად კანდიდატებმა უნდა დააკმაყოფილონ შემდეგი მოთხოვნები/კრიტერიუმები:

 

 

ა)აკადემიურ თანამდებობაზე ასარჩევად პრეტენდენტის პედაგოგიურ და მეცნიერულ საქმიანობაში უნდა ვლინდებოდეს:

 

 

  • დინამიზმი, ეფექტურობა, მასშტაბურობა;
  • აქტიური მოქალაქეობრივი პოზიცია;
  • ლიდერობა, კომუნიკაბელურობა, პასუხისმგებლობა, ნოვატორობა, არაკონფლიქტურობა, ობიექტურობა.

 

 

ბ)კრიტერიუმები განისაზღვრება შემდეგი მონაცემების მიხედვით:

 

 

  • აკადემიური სამეცნიერო აკადემიური ხარისხი;
  • სამუშაო გამოცდილება;
  • თემის ხელმძღვანელობა/ოპონენტობა;
  • ადმინისტრაციულ/აკადემიურ თანამდებობაზე მუშაობის გამოცდილება;
  • დამატებითი აკადემიური პასუხისმგებლობა/ფუნქცია;
  • პროფესიული განვითარება;
  • კვლევა/მონოგრაფია/სახელმძღვანელო;
  • საერთაშორისო აკადემიურ/სამეცნიერო ფორუმებში მონაწილეობა;
  • საერთაშორისო აკადემიური ორგანიზაციის წევრობა;
  • სახელისუფლებო დროებითი/მუდმივმოქმედი კომისიების მუშაობაში მონაწილეობა.

 

 

 

2.პროფესორის და ასოცირებული პროფესორების თანამდებობებზე კანდიდატების შესაბამისობის დადგენის/განსაზღვრის მიზნით, კონკურსანტებმა უნდა წარმოადგინონ:

 

ა)განცხადება საკონკურსო კომისიის სახელზე;

ბ)პირადობის მოწმობის ასლი;

გ)ავტობიოგრაფია – CV (ელექტრონული ვერსია); შესაბამისი დამადასტურებელი დოკუმენტაციის დანართით;

დ)ორი ფოტოსურათი;

ე)განათლების, შესაბამისი აკადემიური ხარისხის დამადასტურებელი დოკუმენტების ასლი;

ვ)სალექციო კურსების ჩამონათვალი – სილაბუსებით;

ზ)სამეცნიერო შრომების ნუსხა (გამოცემის თარიღისა და გამომცემლობის მითითებით), განხორციელებული საგრანტო/კვლევითი პროექტების ანოტაცია;

თ)პროფესორის აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად არანაკლებ 6 წლის პედაგოგიური და სამეცნიერო მოღვაწეობის გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტი;

ი)ასოცირებული პროფესორის თანამდებობის დასაკავებლად არანაკლებ 3 წლის პედაგოგიური და სამეცნიერო მოღვაწეობის გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტი;

 

დოკუმენტების წარდგენის ვადა განისაზღვრება 2015 წლის 2 მარტიდან 10 მარტამდე

შედეგები გამოქვეყნდება 2015 წლის 13 მარტს

 

საკონკურსო დოკუმენტების მიღება იწარმოებს, გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტის ადამიანური რესურსების მართვის სამსახურში, ყოველდღე შაბათ კვირის გარდა, დილის 11 საათიდან 18 საათამდე. თბილისი, დ.აღმაშენებლის ხეივანი, მე-13 კილომეტრი საკონტაქტო ტელეფონი: 2 38 44 06 / 118 www.gruni.edu.ge; info@gruni.edu.ge

 

საკონკურსო კომისიის სახელზე განცხადებისა და ავტობიოგრაფიის (CV) ფორმები იხილეთ უნივერსიტეტის ვებ-გვერდზე