საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს ინიციატივით, 18-22 მაისის ჩათვლით, თბილისში, ვაკის პარკში, წლების წინ დანერგილი ტრადიცია აღდგა და “სტუდენტური დღეები 2011“ ჩატარდა.
სტუდენტურ დღეებში, სხვადასხვა უმაღლეს სასწავლებლებთან ერთად, გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტიც მონაწილეობდა.
შეჯიბრები სხვადასხვა სპორტულ ღონისძიებებში გაიმართა. მათ შორის: მკლავჭიდში, მაგიდის ჩოგბურთში, ნარდში, ჭადრაკში, ქუჩის კალათბურთში. სტუდენტებმა სპორტული ღონისძიებების გარდა უნივერსიტეტი ქართული ცეკვითა და ხალხური სიმღერების შესრულებითაც წარმოაჩინეს. სტუდენტური დღეების ერთ საღამოს უნივერსიტეტის ბენდმა დაუკრა.
სტუდენტები კმაყოფილნი იყვნენ სტუდენტურ დღეებში მონაწილეობით.
გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტი, უნივერსიტეტის სახელით მოასპარეზე და მონაწილე ყველა სტუდენტს მადლობას უხდის სიყვარულისათვის და უსურვებს წარმატებებს.