გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის სტუდენტურმა თვითმმართველობამ - 9 მაისი, სამამულო ომში გამარჯვების დღე ვეტერანებს ვაკის პარკში მიულოცეს და უცნობი ჯარისკაცის საფლავი გვირგვინით შეამკეს. სტუდენტებთან საუბარში სამამულო ომის მონაწილეებმა 1945 წლის 9 მაისი გაიხსენეს და მათთან სამახსოვრო ფოტოებიც გადაიღეს.