გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის სტუდენტური თვითმმართველობის პრეზიდენტის დავით სარიშვილის ინიციატივით, 2011 წლის 31 მაისს, კლუბში “Night“ საქველმოქმედო კონცერტი გაიმართა.
ქველმოქმედების მიზანი 14 წლის გიორგი მიბჩუანის დახმარება იყო. პატარა გიორგი გულის მანკის სასწრაფო ოპერაციას საჭიროებს.
გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტთან ერთად, საღამოს მხარდამჭერები იყვნენ: თბილისის მერია, დასასვენებელი კომპლექსი “ანდამატი“, სამშენებლო კომპანია “იმკ+“, საერო სკოლა “ოლიმპი“ და პარფიუმერულ მაღაზიათა ქსელი “ლუტეცია“.
საღამო ცნობილ შოუმენ დუტა სხირტლაძეს მიჰყავდა.
კონცერტში მონაწილეობდნენ: ნოდიკო ტატიშვილი, დათუნა მგელაძე, ქეთი გომართელი, მიშა სულუხია, გიორგი სუხიტაშვილი, ანი სირაძე, ლევან კბილაშვილი, თამარ ორდენიძე, მარკუს მეტრეველი, თემო საჯაია, სალომე ბაკურაძე, მარიამ ლიკლიკაძე და ნინი წიკლაური.
საღამოს ესწრებოდნენ სტუმრები: საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროდან, ფონდიდან “იავნანა“, დასასვენებელი კომპლექსიდან “ანდამატი“, სამშენებლო კომპანიდან “იმკ+“, და უმაღლესი სასწავლებლების სტუდენტური თვითმმართველობის პრეზიდენტები.
ღონისძიებამ მხიარულად და შედეგიანად ჩაიარა. გიორგი მიბჩუანს მატერიალურ დახმარებასთან ერთად, საჩუქრად დასასვენებელი კომპლექსისგან “ანდამატი“ 1 კვირიანი საგზური, პარფიუმერულ მაღაზიათა ქსელისგან “ლუტეცია“ სუნამო და საერო სკოლა “ოლიმპი“-საგან საცურაო აბონემენტი გადაეცა.