2011 წლის 4 ივნისს გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის სტუდენტურმა თვითმმართველობამ მიიღო შემოთავაზება ჯომარდობაში მონაწილეობის თაობაზე, რასაც სიამოვნებით დათანხმდა და ბორჯომის ხეობაში ჩატარებულ ექსტრემალურ სპორტულ ღონისძიებაში ჩაერთვნენ სტუდენტები: დავით სარიშვილი, დიმიტრი ნადირაძე, ლიკა გასანოვა, ირაკლი ახალაია, გივი ხუციშვილი და გიორგი მეგრელიშვილი. ჯომარდობაში მონაწილეობა მიიღო 11 მა უმაღლესმა სასწავლებელმა, ასევე ჯომარდობაში მონაწილეობა მიიღო ჟურნალისტებით დაკომპლექტებულმა გუნდმა. ჯომარდობაში გამარჯვებული გახდა საავიაციო უნივერსიტეტი. ჯომარდობამ მხიარულ ტალღაზე ჩაიარა და დიდი სიამოვნება მიანიჭა მონაწილეებს.