19 მაისს, 20:00 საათზე კინოკომპანია გრამ-პრის ინიციატივით, არტ ჰოლში გამართულ ყვავილების დედოფლის ფესტივალზე გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტმა ALMA MATER მეორე საპრიზო ადგილი აიღო. უნივერსიტეტის მიერ არჩეული ყვავილი ია, ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებათა სკოლის II დონის სტუდენტმა თამარ ხუციშვილმა წარადგინა. გამარჯვებულს საჩუქრად “ჯიჯის“ და “დილოვას“ კოსმეტიკასთან ერთად, ჩაქვში სასტუმრო “ოაზისში“ ორ კვირიანი საგზური ერგო. გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტმა კონკურსში აქტივობა მუსიკალური კუთხითაც დააფიქსირა.
კონკურსის მიწურულს, სამართლის სკოლის სტუდენტმა ლევან კბილაშვილმა იმღერა. დასასრულს, არტ-ჰოლის სცენაზე თვითმმართველობის დროშით, გამარჯვებული თამარ ხუციშვილის გვერდით ბიზნესის სკოლის სტუდენტი დიმიტრი ნადირაძე იდგა. ადმინისტრაცია თამარს და თვითმმართველობას ულოცავს წარმატებას.