გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტის “ALMA MATER“ სტუდენტების ინიციატივითა და ორგანიზებით მაგთი კლუბში გლდანის ბავშვთა სახლის დასახმარებლად, საქველმოქმდო აქცია-კონცერტი გაიმართა. უნივერსიტეტის ინიციატივას სოლიდარობა გამოუცხადეს და მონაწილეობა მიიღეს ახალგაზრდა მომღერლებმა: ნინი შერმადინმა, ოთო ნემსაძემ, მიშა სულუხიამ კატო სალუქვაძემ. ქართული ხმების მე- III თაობის ტრიომ. ორგანიზატორებმა გართობის მიზნით, სტუდენტებს კარაოკე და ე.წ. დენს ცენტრალი შესთავაზეს . საუკეთესო შემსრულებელი და მოცეკვავე წყვილი ჟიურის მიერ გამოვლინდა. გამარჯვებულებს საღამოს სპონსორისგან “ლუტეცია“ გადაეცათ სურნელოვანი საჩუქრები.
საღამოს ვანიკო თარხნიშვილი უძღვებოდა. აქცია-კონცერტი დიჯეი რემბოს მუსიკამ დაასრულა.
გაყიდული ბილეთებიდან შემოსული თანხა უნივერსიტეტის სტუდენტებმა გლდანის ბავშვთა სახლს საკვებ პროდუქტებთან ერთად პირადად გადასცეს.

Docflow
Nexus students
Nexus profesors
Email
Gruni Card
Admission
Radio GRUNI
სტრატეგია და მდგრადობა