5 მაისს, გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტის ALMA MATER I კურსის მედიცინის სკოლის სტუდენტები I კლასიკური გიმნაზიის I კლასის მოსწავლეებს პირის ღრუს ჰიგიენის მნიშვნელობაზე ესაუბრნენ. სტუდენტთა ჯგუფს ხელმძღვანელობდა ექიმი-სტომატოლოგი სოფო რობაქიძე. სტუდენტები და ჯგუფის ხელმძღვანელი ბავშვებს ესაუბრნენ პირის ღრუს ჰიგიენის მნიშვნელობაზე, მის გავლენაზე ორგანიზმის ზოგად ჯანმრთელობაზე. სტუდენტებმა ბავშვებს ფანტომების დახმარებით კბილების გახეხვის სწორი ტექნიკა აუხსნეს. აუდიტორიასთან აქტიურმა კონტაქტმა მსმენელების დიდი დაინტერესება გამოიწვია. დასასრულს, ბავშვებმა სტუდენტებთან ერთად სამახსოვრო ფოტოები გადაიღეს.