ტურიზმის მენეჯმენტის სპეციალობის სტუდენტებისათვის სამშვილდეში ერთდღიანი სასწავლო ტური ჩატარდა. ღონისძიებას ხელმძღვანელობდნენ ტურიზმის სპეციალობის ლექტორები მაია მელაძე და ერეკლე უგრელიძე. მარშრუტი ქვემო ქართლში არსებული ციხე-ქალაქ სამშვილდის მონახულებას მოიცავდა.