აქცია “პატივი ვცეთ ჭაღარას“

გრიგოლ რობაქიძის სახელობის
უნივერსიტეტი


აქცია “პატივი ვცეთ ჭაღარას“

10 დეკემბერს, გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტის, მედიცინის ფაკულტეტის ინიციატივითა და ორგანიზებით სათნოების სახლში “კათარზისი“ ორ ეტაპიანი აქცია “პატივი ვცეთ ჭაღარას“ გაიმართა.

 

აქციის ფარგლებში გათვალისწინებული იყო, მედიცინის ფაკულტეტის ლექტორების მიერ, მოხუცთა სტომატოლოგიური მომსახურება (როგორც თერაპიული, ისე ორთოპედიული).

 

აქციაში მონაწილეობდნენ ექიმები: სტომატოლოგი-თერაპევტი ზურა ქურდიანი, სტომატოლოგი-ორთოპედი გიორგი ჩიმაკაძე და თერაპევტი ეკა ჩხარტიშვილი. აქციის პირველ ეტაპზე მოხუცებს ჩაუტარდათ სტომატოლოგიური დიაგნოსტიკა, რაც მოხუცთა პირის ღრუს დათვალიერებას გულისხმობდა. თერაპევტმა ეკა ჩხარტიშვილმა კი, მოხუცებს ზოგადი თერაპიული მომსახურება გაუწია, მოუსმინა ფილტვებზე და ყველა მსურველს გაუზომა წნევა. ექიმებთან ერთად მოხუცებს ემსახურებოდნენ და კონსულტაციას უწევდნენ მედიცინის ფაკულტეტის მეხუთე დონის სტუდენტები. სტომატოლოგიური დიაგნოსტიკის გარდა, ამ დღეს, მოხუცებმა სტუდენტებისგან საჩუქრად საკვები პროდუქტები და პირველადი მოხმარების მედიკამენტებიც მიიღეს. აქციის დასასრულს კი, წინა საახალწლო განწყობის შესაქმნელად “კათარზისის“ საკონცერტო დარბაზში, სტუდენტებმა მოხუცებისთვის იმღერეს. მოხუცები და სათნოების სახლის ადმინისტრაცია, ძალზედ კმაყოფილნი და მადლიერნი დარჩნენ. აქციის მიზანიც ეს იყო.

 

რაც შეეხება ორთოპედიული პაციენტების მომსახურებას, ეს აქციის მეორე და დასკვნთი ეტაპია. “კათარზისის“ ორთოპედიული პრობლემების მქონე მოხუცები, მსუბუქი კარიესის მქონე პაციენტებთან ერთად, წინასწარ შეთანხმებულ დღეს, უკვე სრული სტომატოლოგიური მომსახურებისთვის, უნივერსიტეტის სტომატოლოგიურ კლინიკაში “ალმა-დენტში“ გადაინაცვლებენ.

 

“ალმა-დენტი“ საწყის ეტაპზე 20 მოხუცს მოემსახურება.