გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტის ბიზნესისა და მართვის სკოლის დოქტორანტმა ლოიდ ქარჩავამ 2011 წლის 28 ივნისს დაიცვა სადოქტორო დისერტაცია „ბიზნესკომუნუკაციის განვითარების პრობლემები და მათი გადაჭრის გზები საქართველოში“ და სადისერტაციო საბჭოს (თავმჯდომარე სრული პროფესორი თამარ გამსახურდია) გადაწყვეტილებით (ოქმი #13) მიენიჭა ბიზნესის ადმინისტრირების დოქტორის აკადემიური ხარისხი.
ლოიდ ქარჩავას სადისერტაციო ნაშრომზე შემოსული იყო 16 გამოხმაურება, ადგილობრივი და უცხოეთის სამეცნიერო-კვლევითი დაწესებულებებიდან. მათ შორის, უცხოეთიდან - 5. ყველა გამოხმაურება იყო დადებითი.
ბიზნესისა და მართვის სკოლის სადისერტაციო საბჭოს ბიზნესის ადმინისტრირების მიმართულების საატესტაციო-საექსპერტო კომიტეტის მიერ დოქტორანტ ლოიდ ქარჩავას სადისერტაციო ნაშრომი „ბიზნესკომუნუკაციის განვითარების პრობლემები და მათი გადაჭრის გზები საქართველოში“ შეფასებულ იქნა 16 ქულით, ხოლო ოფიციალური ოპონენტების შეფასებასთან ერთად საბოლოოდ ნაშრომი შეფასდა 86 ქულით.