სტუდენთა უნივერსიტეტთშორისი სამეცნიერო კონფერენცია

გრიგოლ რობაქიძის სახელობის
უნივერსიტეტი


სტუდენთა უნივერსიტეტთშორისი სამეცნიერო კონფერენცია

გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტში სტუდენტთა უნივერსიტეტთშორისი სამეცნიერო კონფერენცია ჩატარდა. კონფერენციაზე თემები წარმოადგინეს გრიგოლ რობქიძის უნივერსიტეტის, ივანე ჯავახიშვილის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსტეტისა და გორის სასწავლო უნივერსიტეტის სტუდენტებმა.

 

კონფერენცია მუშაობდა შემდეგი სექციების მიხედვით:

 

I სექცია – მედიცინა

 

II სექცია – იურიდიული მიმართულება

 

III სექცია – ეკონომიკა და ბიზნესი

 

IV სექცია – სოციალური მეცნიერებები

 

V სექცია – ჰუმანიტარული მეცნიერებები

 

სტუდენტებმა კონფერენციაზე საინტერესო კვლევითი ნაშრომები წარმოადგინეს. თითოეული მოხსენების შემდეგ სტუდენტები პასუხობნენ დასმულ შეკითხვებს და იმართებოდა დისკუსია. წარმოდგენილი ნაშრომები სრულიად აკმაყოფილებდა სტუდენტთა მონაწილეებისათვის წაყენებულ მოთხოვნებს. კონფერენციას ესწრებოდნენ როგორც გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლები, ასევე მოწვეული სტუმრები.

 

საუკეთესო სტუდენტურ კვლევებს სერთიფიკატები შემდეგ ნომინაციებში გადაეცათ:

 

• საუკეთესო კვლევითი ნაშრომი;

 

• ორიგინალური კვლევა;

 

• საუკეთესო პრეზენტაცია;

 

• ჟიურის სიმპატია.

 

კონფერენციის მსვლელობა მედიასაშუალებებით გაშუქდა.

 
 

კონფერენციის ერთ-ერთმა მონაწილემ, ილიას სახელმწიფო უნივერსიეტის სტუდენტმა მადლობის წერილი გამოუგზავნა უნივერსიტეტს:

 
 

მოგესალმებით! 30 მაისს მონაწილეობა მივიღე გრ.რობაქიძის უნივერსიტეტში სტუდენტთა უნივერსიტეტთშორის სამეცნიერო კონფერენციაში. მინდა მოგახსენოთ, რომ კონფერენცია მაღალ დონეზე იქნა მომზადებული და ჩატარებული. ვფიქრობ, ამგვარი ღონისძიებები მნიშვნელოვანი და სასარგებლოა, როგორც გამოცდილებისა და კომუნიკაციების გაზრდის თვალსაზრისით, ასევე სტუდენტთა პროფესიული განვითარების კუთხით. ძალიან მომეწონა თქვენს უნივერსიტეტში არსებული მეგობრული და კოლეგიალური გარემო. მსურს მადლობა მოვახსენო უნივერსიტეტის ადმინისტრაციას, ჟიურის წევრებს და ამ კონფერენციის ორგანიზატორებს! გმადლობთ!

 

პატივისცემითა და საუკეთესო სურვილებით თეონა კაპანაძე