უნივერსიტეტის საკონფერენციო დარბაზში ჩატარდა საერთაშორისო სამეცნიერო სიმპოზიუმი _,,ოპერაციის შემდგომი რეციდივებისა და მეტასტაზების თავიდან აცილება გარეგანი და შინაგანი ორგანოების ავთვისებიანი სიმსივნური დაავადების დროს” ონკოლოგის, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორის, ამერიკისა და ევროპა-აზიის მეცნიერებათა აკადემიის ნამდვილი წევრის, გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ლაურეატის, გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტის საპატიო პროფესორის, ბატონი შალვა მარდის პრეპარატის გამოყენებით.
სიმპოზიუმის ფარგლებში, მედიცინის სკოლის სტუდენტებთან და პროფესორ-მასწავლებელებთან ერთად, უნივერსიტეტის ლაბორატორიაში ბატონი შალვა მარდის ხელმძღვანელობითა და მისი პრეპარატის გამოყენებით ჩატარდა საჩვენებელი ექსპარიმენტი - ავთვისებიანი სიმსივნით დაავადებულ ვირთაგვაზე. ექსპერიმენტი მიმდინარეობდა ონლაინ-რეჟიმში.
სიმპოზიუმს ესწრებოდნენ: ონკოლოგიის ეროვნული ცენტრის მთავარი ექიმი პროფესორი რევაზ გაგუა, ანგიოქირურგი, პროფესორი გივი წიწუაშვილი, დიასპორის საკითებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის წარმომადგენელი ქალბატონი ნინო ყულაშვილი და სხვა მოწვეული სტუმრები.

Docflow
Nexus students
Nexus profesors
Email
Gruni Card
Admission
Radio GRUNI