გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის იურიდიული კლინიკისა და დანაშაულის კვლევისა და პროგნოზირების ცენტრის ინიციატივით უნივერსიტეტის საკონფენეციო დარბაზში ჩატარდა სტუდენტთა სამეცნიერო კონფერენცია ,,თანამედროვე მსოფლიო წესრიგი – დანაშაულობა და დანაშაულებრივი ორგანიზაციები”. კონფერენციაში მონაწილეობა მიიღეს გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის, დავით აღმაშენებლის სახელობის უნივერსიტეტის, ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტისა და ივ. ჯავახისვილის სახელობის თბილისის სახელმწოფო უნივერსიტეტის ყველა დონის სტუდენტებმა. მონაწილეებმა შეიმუშავეს რეკომენდაციები. კონფერენციის მუშაობა შეაჯამეს პროფესორებმა ჯემალ ჯანაშიამ, მანანა მოსულიშვილმა, გიორგი ღლონტმა, მიხეილ გაბინიამ და მალხაზ ბაძაღუამ. დაისვა საკითხი კონფერენციის მასალების ელექტრონული და ბეჭვდითი სახით გამოცემაზე ჯურნალში ,,კრიმინოლოგი”.
პროგრამა:
გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტი და დანაშაულობის კვლევისა და პროგნოზირების ცენტრი
2010 წლის 21 დეკემბერი, 15 საათი
სტუდენტური-სამეცნიერო კონფერენცია:
“თანამედროვე მსოფლიო წესრიგი _ დანაშაულობა და დანაშაულებრივი ორგანიზაციები”
გამომსვლელთა სია:
1. ნინო კიკალიშვილი - გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის IV კურსის სტუდენტი.
თემა: “ტრანსნაციონალური დანაშაულებრივი ორგანიზაციები – თანამედროვე მსოფლიო წესრიგის საფრთხე;”
2. აკაკი ჩალათაშვილი - ივ. ჯავახიშვილის სახელობის უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის I კურსის სტუდენტი.
თემა: “მშვიდობის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაული – გენოციდი;”
3. რუსუდან მეფარიშვილი - გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის IV კურსის სტუდენტი.
თემა: “გენოციდი – კაცობრიობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაული;”
4. ქეთევან ბაუჟაძე - გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის IV კურსის სტუდენტი.
თემა: “ტერორიზმი – საერთაშორისო ორგანიზებული დანაშაული;”
5. სოფიკო ჭელიძე - გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის III კურსის სტუდენტი.
თემა: “ტერორიზმის გამოწვევები თანემდროვე საქრთველოში;”
6. ნუკრი მატუა - გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის მაგისტრატურის II კურსის სტუდენტი.
თემა: “ორგანიზებული დანაშაულობის წინააღმდეგ ბრძოლის შედარებითი სამართლებრივი ასპექტები საქართველოს, აშშ-ს და რუსეთის ფედერაციის მაგალითზე;”
7. ვანო გენებაშვილი – ქართულ ამერიკული უნივერსიტეტის სამართალმცოდნეობის ფაკულტეტის IV კურსის სტუდენტი.
თემა: “დანაშაულობა, როგორც თანამედროვე საზოგადოებისათვის საფრთხის შემცველი მოვლენა;”